შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საკვები მოიპარეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2020

თბილისში მდებარე საწყობიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი 20 ტომარა საჭმელი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნინია მაჭარაშვილმა გაავრცელა, რომელიც მეგობრებთან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის საჭმელს აგროვებს. 

როგორც მან განაცხადა, კონკრეტულად ეს 20 ტომარა ძაღლის საჭმელი მეგობარმა მისცა და საწყობში ჰქონდათ შენახული. მაჭარაშვილი ამბობს, რომ საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები არ არის, ადგილიც საკმაოდ რთულად საპოვნელია, შესაბამისად, არ აქვს იმედი, რომ პოლიცია დამნაშავის პოვნას შეძლებს, თუმცა სამართალდამცველებისთვის მიმართვას მაინც გეგმავს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია