გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებზე: ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა, ოდესღაც გვახასიათებდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, Facebook-ზე ერთ-ერთი მოქალაქის სტატუსს აზიარებს, რომელიც ჟურნალისტებს, შატილში, ხევიდან გარდაცვლილების ცხედრების ამოსვენების კადრების გაშვებისთვის აკრიტიკებს.

 

ზურაბიშვილი წერს, რომ ის მოქალაქის მოსაზრებას იზიარებს და ჟურნალისტებს თავადაც აკრიტიკებს.

"სრულიად ვიზიარებ... მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს.
ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა", - წერს პრეზიდენტი.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია