სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ წყრუთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აგვისტო 2020
სოფელ წყრუთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 24.08.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყრუთში სამ ჯგუფზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებელობის სამუშაოებისათვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა შეადგენს - 320 053 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გათვალისწინებული თანხა შეადგენს - 19 947 ლარს.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებისათვის 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გათვალისწინებული თანხა შეადგენს - 595 157 ლარს.ამჟამინდელი საბავშვო ბაღის შენობა არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.საბავშვო ბაღის შენობა ითვალისწინებს ყველა პირობას შშმ პირთათვის. შენობის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ცალკე მდგომი საქვაბე და საშეშე. ეზო კეთილმოწყობილი იქნება ბავშვების გასართობი სივრცით, გამწვანებით, ლამპიონებით, მოსასვენებელი სკამებითა და ურნებით. დაიგება დეკორატიული ფილა. შენობა შედგება სარდაფის, პირველი და მეორე სართულებისგან.სარდაფში მოეწყობა: კიბის უჯრედი, ტამბური და ორი სასაწყობე ოთახი.პირველ სართულზე მოეწყობა: ჰოლი, კიბის უჯრედი, ერთი ჯგუფის ოთახი, ერთი გასახდელი, ერთი საპირფარეშო და საძინებელი ოთახი, მცირე, სამზარეულო, სან.კვანძი, ჭურჭლის სამრეცხაო, სამზარეულო, მაცივრების ოთახი, მშრალი პროდუქტის საწყობი, ადმინისტრაცია, მნეს ოთახი, ექთნის ოთახი, შ.შ.მ.პ სან-კვანძი, საკვების ლიფტი, დამხმარე სათავსო, საუთაო ოთახი.მეორე სართულზე დაგეგმარებულია:ჰოლი, ჯგუფის ოთახი, გასახდელი, მცირე სამზარეულო, სან.კვანძი, საძინებელი, დარბაზი, დირექტორის ოთახი, საკვების ლიფტი, მეორე სართულზე საძინებელი ოთახიდან გამოვა საავარიო კიბე.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია