შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არ მსურს პოლიტიკისა და სპორტის არევა- ნინოწმინდის ააიპ–ის დირექტორმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2020
არ მსურს პოლიტიკისა და სპორტის არევა- ნინოწმინდის ააიპ–ის დირექტორმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 26.08.2020 დღეს, 26 აგვისტოს ააიპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება ნინოწმინდის კოპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა, ანდრანიკ კარსლიანმა და მისმა მოადგილე აშოტ კარსლიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. ოპოზიცია ზეწოლაზე საუბრობს. სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, ანდრანიკ კარსლიანმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ატვირთა. „წლების განმავლობაში სპორტდარბაზის დირექტორის პოზიციაზე ყოფნით, მე ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებს გავუზიარე, ნინოწმინდის და ჯავახეთის ახალგაზრდები წავიყვანე სხვადასხვა ტურნირებზე. არ მსურს პოლიტიკისა და სპორტის არევა, ამიტომ ვწერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას, ახალ დირექტორს ვუსურვებ ნაყოფიერ მოღვაწეობას“, - ნათქვამია დირექტორის განცხადებაში.„სამხრეთის კარიბჭე“ ანდრანიკ კარსლიანს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინოწმინდასა და ახალქალაქში არსენ კარაპეტიანი, აცხადებს, რომ კარსლიანმა თანამდებობა ზეწოლის შედეგად დატოვა.„ეწინააღმდეგებოდა და უარს ამბობდა წასვლაზე, ახლა რა მოხდა ვერ გეტყვით“, - ამბობს კარაპეტიანი.იგი არ აკონკრეტებს ვინ სთხოვდა კარსლიანს და მის მოადგილეს სამსახურის დატოვებას.დაუკმაყოფილა თუ არა განცხადებები ნინოწმინდის მერმა ააიპ–ის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს და რა ზეწოლაზეა საუბარი უცნობია, „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს ანივარდ მოსოიანი არ პასუხობს.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები სამსახურის უფროსებმა და სოფლებში მერის წარმომადგენლებმაც დატოვეს. საუბარია დაახლოებით 26 პირზე. "სამხრეთის კარიბჭეს" მაშინ განუცხადეს, რომ სამსახურების დატოვება სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციიდან მოსთხოვეს.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია