გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იმედია ერთ დღეს ზოტის მოსახლეობასთან ვინმე ჩინოვნიკი არ მივა და არ ეტყვის, ეს ჩემი მიწააო"- გოგრიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი გურიაში იმყოფებოდა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსიც იმყოფებოდა და იქაურის შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მქონდა შეხვედრა. ულამაზესი სოფელი, ძალიან მაგარი ხალხი, უამრავი პრობლემით,მაგრამ მომავლის რწმენითა და იმედით! მათთან საუბარში იმუხტები და ენერგია გემატება და რწმუნდები, რომ ძალიან მარტივია პრობლემების მოგვარება, მთავარია მონდომება და მარტივად გასაკეთებელია, რომ 9 კმ-ის გავლას 2 საათს აღარ ანდომებდეს არავინ (ბევრი დანგრეული გზა მინახავს, მაგრამ ზოტის გზამ ყველა რეკორდი მოხსნა, ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით!), მარტივია, რომ ტყიდან ფიჩხის გამოტანაზე ასეულობით ლარით არ აჯარიმებდნენ ადილობრივ მაცხოვრებლებს (ერთი რეგულაცია უნდა შეიცვალოს მხოლოდ!), ადვილად შეიძლება, რომ სოფლის სკოლას (იმ სოფლის, სადაც 5 თვე ზამთარია) დახურული სპორტული დარბაზი ჰქონდეს და მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილი "თეორიულად" არ უტარდებოდეთ, მითუმეტეს ადვილი შესაცვლელია, რომ სოფლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ტყე სოფლის საკუთრება იყოს და ერთ დღეს ვინმე ჩინოვნიკი ან მისი ბიძაშვილი არ მიადგეთ სოფლელებს და დღეიდან ეს ყველაფერი ჩემი საკუთრებააო არ უთხრას და ამიერიდან რასაც მინდა იმას გავაკეთებო - არ მიახალოს გაკვირვებულ ხალხს პირში.
ცვლილებაა ხალხის მთავარი თხოვნა და დაკვეთა. ეს ცვლილებები აუცილებლად დაიწყება 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს და მის უსაქმურ მთავრობას ყველა ერთად მშვიდობიანად, არჩევნებით გავისტუმრებთ!!!"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია