გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩადრით ხომ არ ვატაროთ ქალები ბარემ, თუ თეას უნდა?!"- შეროზია წულუკიანის ინიციატივაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2020

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივას გამოეხმაურა:

"თეა წულუკიანის ინიციატივით, ინვიტრო განაყოფირება აეკრაძლება წყვილს, თუ ქორწინებიდან ერთი წელი გასული არ არის, წყვილმა ასევე ნოტარიურლად უნდა დაადასტუროს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ხოლო ქალებს, ვინც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს"

ჩემი აზრით, აი ყველაზე ბოროტული და მავნებლური განცხადებაა, ანუ, ქალები, რომლებსაც არ ჰყავთ ქმრები და უნდათ ბავშვის გაჩენა - უნდა მისთხოვნენ ნებისმიერ "მუტრუკს", რაკი თეა წინააღმდეგია მათი ხელოვნური განაყოფიერების?!

შოკში ვარ მართლა, ჩრდილოეთ კორეაა, თუ ეს რა ჭირი გვჭირს, საერთოდ ჩადრით ხომ არ ვატაროთ ქალები ბარემ?!"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია