შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ა ნ ო ნ ს ი: ოზურგეთში 27 აგვისტოს ასტროფესტივალი გაიმართება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2020

ა ნ ო ნ ს ი

2️⃣7️⃣ აგვისტო

#ასტროფესტივალი

2020 წლის 27 აგვისტოს, 20:00-დან 23:00 საათამდე საქართველოს ასტრონომიის კლუბი • Georgia Astronomy Club” ქ. ოზურგეთის, თეატრალურ მოედანზე ა ს ტ რ ო ფ ე ს ტ ი ვ ა ლ ს გამართავს.

ფესტივალის მიზანია მეცნიერების, ასტრონომიისა და სხვა კოსმოსური მიმართულებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

”ასტროფესტი 2020” არის საჯარო ღონისძიება, რომელიც მოიცავს პოპულარულ ლექციებს და ტელესკოპებით დაკვირვებას ციურ სხეულებზე (მზე, მთვარე, იუპიტერი, სატურნი და თანავარსკვლავედები).

ასტრონომიის კლუბს აქვს თავისი ტელესკოპები, რომლებშიც ჩაიხედავთ, თუმცა, სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ წაიღოთ საკუთარი ოპტიკა.

ქალაქ ოზურგეთში, მოქალაქეები, გაეცნობიან შემდეგ პროგრამებს:

1. შესავალი ”საქართველოს ასტროკლუბის” და მისი მოღვაწეობის შესახებ;
2. ლექცია ასტრონომიული პროგრამების შესახებ: Stellarium, Sky Map, Skeye და სხვა.
3. ლექცია ტელესკოპების შესახებ;
4. მზის ასტრონომია - მზეზე დაკვირვება სპეციალური ფილტრების საშუალებით, ინფორმაცია მზის შესახებ;
5. ასტროფოტოგრაფიის გამოფენა - მოყვარული ასტროფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების გამოფენა და სემინარი ასტროფოტოგრაფიაზე.
6. ღამის ცაზე დაკვირვება: ლექცია მთვარეზე, პლანეტებზე და თანავარსკვლავედებზე - საპრეზენტაციო ლაზერის გამოყენებით.

”ასტრო ფესტივალი 2020” - ეს კარგი შესაძლებლობაა ისწავლოთ თქვენი ტელესკოპისა თუ ბინოკლის სწორად გამოყენება, ასტროფოტოგრაფიის საფუძვლები და შეიტყოთ ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ასტრონომიული მასალების შესახებ.

ღონისძიება, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და Planetarium/პლანეტარიუმის დაფინანსებით ხორციელდება.

ღონისძიებაზე, დარიგდება საინფორმაციო მასალები კლუბის გამოსახულებით.

ფესტივალზე დასწრება უ ფ ა ს ო ა!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია