გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიხეილ სააკაშვილი ისევ სუპერ აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში - პოლიტოლოგები სააკაშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აგვისტო 2020

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას პოლიტოლოგები აფასებენ. მათი თქმით, სააკაშვილის გზავნილები საკუთარი ელექტორატის ტონუსის აწევას ემსახურება. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ისევ სუპერ აქტუალურია.

რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმის დადასტურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ სუპერ აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყანაში არ არის. ვფიქრობ, მისი განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური რაც არა საკუთრივ ჩამოსვლას უკავშირდება, არამედ საკუთარი ელექტორატის ტონუსის აწევას, - ამბობს ხუხაშვილი.

"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის აზრით კი ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც თავად ჩათვლის საჭიროდ.

სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე, "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში განწირულია დამარცხებისთვის. ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც ის ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხრიდან ეს მითითებები და უაზრო, ალოგიკური საუბარი სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მხოლოდ პანიკური შიშითაა გამოწვეული, - თქვა არმაზ ახვლედიანმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია