კახეთი
1 სექტემბრიდან მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 აგვისტო 2020
„ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის
დანერგვის შესახებ“ შსს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა
გაიმართა.საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 1 სექტემბრიდან,
შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ
ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება.
სიახლის მიხედვით, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და
მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე
ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის
მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების
კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით.
კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - UN WOMEN-მა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა
(სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შსს ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, UN
WOMEN-თან, ფონდი Humanfoc-თან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით გაგრძელდება ელექტრონული ზედამხედველობის
განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწავლების ორგანიზება და
ბეჭდური მასალის დამზადება.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ
მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ
მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება