საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს და უსურვებს, რომ ღვთისმშობელმა დააძლევინოთ სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა. ამ თემაზე პოსტი პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს ! და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.