გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეუთო საარჩევნოდ 400-მდე დამკვირვებლის გამოგზავნას უწევს რეკომენდაციას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აგვისტო 2020

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე მოხსენება გამოაქვეყნამოხსენების მიხედვით, ეუთო რეკომენდაციას უწევს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (EOM) განთავსებას. 

მათი აზრით, ODIHR-ის სადამკვირვებლო პროცესში ჩართვა ღირებული იქნება მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად და საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად. მისია ყუარდღებას გაამახვილებს, რომ არ დაირღვეს ამომრჩეველთა უფლებები, არ დაფისირდეს მათი დაშინება, ხმების ყიდვა და შედეგების გაყალბება. ეუთო გადახედავს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მჭიდროდ ითანამშროლებს მედიასთან და ხელს შეუწყობს ფინანსური რეგულაციების დაცვას.

გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისია გადახედავს საარჩევნო პროცედურას, რათა ყველა საარჩევნო ოლქზე მაქსიმალურად დაიცული იყოს COVID-19-ის პანდემიისათვის საჭირო პირობები და უსაფრთხოება. 

გარდა ძირითადი ექსპერტების გუნდისა, ODIHR NAM რეკომენდაციას უწევს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებიდან 28 გრძელვადიანი დამკვირვებლის დანიშვნას. ეუთო, ასევე გამოგზავნის 350 მოკლევადიან დამკვირვებელს უშუალოდ არჩევნების დღეზე სამუშაოდ. 

ეუთოს წარმომადგენლები თბილისში 3-დან 8 აგვისტომდე იმყოფებოდნენ და მოხსენებისათვის მათ მხედველობაში მიიღეს ყველა ის საჭიროება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სჭირდება. 

მისიის ფარგლებში ეუთო შეხვდა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია