შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის აგრარულ ბაზართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსს, რომელმაც მგზავრები სოფელ უდიდან ახალციხეში ჩამოიყვანა, ბაზრის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას, არავინ დაშავებულა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018
ავარია დღეს, 20 დეკემბერს დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. შემთხვევის დროს, უდე–ახალციხის სამარშრუტო ავტობუსში სამი მგზავრი იჯდა. "აქ ზებრა გადასასვლელია და მანქანებმა ნელა უნდა იარონ. მსუბუქი ავტომობილი ქალაქიდან სწრაფად მოდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "მარშუტკას" შეეჯახა", – გვეუბნება თვითმხილველი.შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.შსს–ში აცხადებენ, რომ საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია