სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე’ – მეუფე ნიკოლოზი სუროგაციაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2020
‘ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე’ – მეუფე ნიკოლოზი სუროგაციაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.08.2020 ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სუროგაციის შესახებ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა. მეუფეს აზრით, ხელოვნურად განაყოფიერებისას, ერთი ბავშვის გაჩენას მრავალი დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. „ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი? ხვდებით რაზეც ვლაპარაკობ?ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად. კი არ ვეწინააღმდეგები, გეუბნებით რაც არის. როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაბადებულია ბავშვი, ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად ხდება, ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს“, - ასე უპასუხა საულიერო პირმა ჟურნალისტების დასმულ კითხვას. სუროგაციის საკითხი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ექსტრაკორპორული (in vitro) განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილს შეეძლება, რომლებსაც მინიმუმ ერთი წლის თანაცხოვრების დასაბუთება შეეძლებათ. სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანი ჩვილებით ვაჭრობის, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის რისკების შემცირებაა. თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს რომ ცვლილებები დისკრიმინაციულია და ის გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, მათ შორის მარტოხელა დედებს სუროგაციის გზით შვილის ყოლის უფლებას უზღუდავს. კრიტიკის შემდეგ საკითხზე განმარტებები გააკეთეს იუსტიციის სამინისტროში. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილები აწესრიგებს სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მეურვეობის უფლებას და ბრძანების ეს რედაქცია არ მოიაზრებს ხელოვნური განაყოფიერების სხვა მიმართულებებს. მათ შორის ის არ ეხება მარტოხელა დედის უფლებას, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით თავად გააჩინოს ბავშვი.[რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია