შიდა ქართლი
პაციენტებს, რომლებსაც გორის ჰოსპიტლის მიმართ მინიმუმ 3 წლის დავალიანება აქვთ, ვალი ჩამოაწერეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
31 აგვისტო 2020
1000-მდე ადამიანს, რომლებმაც გორის ჰოსპიტალში იმკურნალეს და
მომსახურების გადასახადი დღემდე არ გადაუხდიათ, ვალს ჩამოაწერენ. ამის
შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ შეხვედრაზე
განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი
ლარის ჩამოწერას გეგმავს.
ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა და
მინისტრმა გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე
მიიღო.