გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დღეს დაასახელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 აგვისტო 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად დაასახელებს. გადამწყვეტ არჩევნებს პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად, სავარაუდოდ, შაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნავს.

არჩევნების თარიღის ოფიციალურად დასახელების შემდეგ გახსნილად გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანიაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის ეს ბოლო არჩევნებია.

ხელისუფლების ოპონენტები მძიმე საარჩევნო კამპანიას ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ "ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენისთვის რადიკალურ ზომებს გამოიყენებს.

თუ ვიმსჯელებთ, ზოგადად, სტარტი როგორია, დარღვევები ძალიან ბევრია. "ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ბოლო არჩევნები და შესაბამისად, შეეხდებიან, რომ ყველანაირი ხერხით დარჩნენ ხელისუფლებაში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

არასამთავრობო სექტორი კი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა. მათ შორისაა ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ გამოყენება და მოხელეების სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა.

ყველაზე საგანგაშო ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, უკავშირდება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. ძირითადად, ეს უფრო შეეხებოდა მმართველ გუნდს. გარდა ამისა, გვქონდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და პოლიტიკური ნიშნით ხელსეკრულების არგაგრძელების მოტივები, - აღნიშნავს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია