ირაკლი კობახიძის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" 12%-იან მხარდაჭერასაც ვერ მიიღებს, რაც კობახიძის შეფასებით, ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება
"ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა ნომერ მეორე პარტია, თავისი 12%-ით, მაგრამ მაინც მეორე პარტია. რაც შეეხება მათ საარჩევნო აგიტაციას - მგონი, ყველანაირად არეულები არიან, თავიდან ბოლომდე, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ სავარაუდოდ, ისინი 12%-საც ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში, რაც ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიის შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის."- ამბობს კობახიძე.