2020 წლის 1 სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი ხდება მოძალადისთვის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ძალადობის განმეორების საფრთხის პრევენცია.
შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის განმეორების რისკის შეფასება კითხვარის საფუძველზე მოხდება, ელექტრონული ზედამხედველობა კი შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით განისაზღვრება, რომელიც 1 თვეს არ აღემატება.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო იქნება მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.