შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში, შესაძლოა, პური გაძვირდეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2020

საქართველოში, შესაძლოა, პური გაძვირდეს. მეხორბლეთა ასოციაცია საგანაგაშო პროგნოზებს აკეთებს. პურის მწარმოებლები ფასების ზრდას ელოდებიან. საგანგაშო პროგნოზი რუსულ ხორბალზე ფასების ზრდას უკავშირდება. რუსეთში ხორბლის ფასი საშუალოდ 9-10 დოლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, საქართველო 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, შესაბამისად მეზობელ ქვეყანაში ფასების ზრდა პურის გაძვირებაზე პირდაპირ აისახება. 

პურის ფასი 2018 წლის 10 დეკემბერს გაძვირდა. პურზე ფასის მატების მიზეზის დადგენა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს დაავალა, თუმცა ბახტაძე ისე წავიდა პრემიერის თანამდებობიდან, რომ სააგენტომ  მიზეზის დადგენა ვერ შეძლო.

წელიწადი და შვიდი თვის შემდეგ, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, თუ რატომ გაძვირდა პური 2018 წლის 10 დეკემბერს. კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ რომ პურის ფასის ზრდას "სისტემური ეფექტი ჰქონდა".

"დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება"-ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია