შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 სექტემბერი 2020

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კიბერთავდასხმის მიზანი იყო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში დაცული დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

მოპარული დოკუმენტაციის ნაწილი უკვე ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია