შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,მინდა, ვისაუბრო ხაშურში სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე" - გიორგი გახარიას გამოსვლა ხაშურში [R]

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2020
ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს. სიმბოლურია, რომ დღეს ხაშურში დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება. დღეს ხაშურში ვართ, შიდა ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ დღეს გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი. განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, იმიტომ რომ სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც გლობალური პანდემიის შემდგომ ფიზიკურად პირველად ჩატარდა, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერია, უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა. ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად გვაქვს სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია