გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნარუჯა - ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 სექტემბერი 2020
ნარუჯა - ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაცია უკვე დაასრულა.
აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია