გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში, ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2020

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ბორდიურები, მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები. ასევე შეიცვლება გარე განათების სისტემა, მოეწყობა გაზონები და დაირგვება ნეკერჩხლის ნერგები.
პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატ, გიგი გვარჯალაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია