გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი "დონას" კლასტერს მიეკუთვნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2020

გურიის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის თქმით, 21 წლის ქალი "დონას" კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.


"ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს," - განაცხადა ჯიბუტმა.

 

წყარო: rustavi2

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია