შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლება ოპოზიციური განწყობის გამო გვსჯის - გოდოგნის მოსახლეობამ აქცია გამართა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს. ადგილობრივებმა სოფელში აქცია გამართეს.

მათი თქმით, სოფელში არჩევნები მმართველმა გუნდმა წააგო, ამიტომ ხელისუფლება მათ ოპოზიციური განწყობების გამო სჯის და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებს. მოსახლეობის თქმით, უგზოობიის გამო სოფელში არც ავტობუსები დადის და ვერც სასწრაფო მიდის გამოძახებაზე.

"ოცდამეერთე საუკუნეში ვითხოვთ გზას. ავტობუსი არ დადის და სასწრაფოსაც ვერ ვიძახებთ. ხელისუფლება ოპოზიციური განწყობის გამო გვსჯის. არჩევნებს აგებენ და ამიტომ ჩვენს უბანში არ აკეთებენ გზას, თუ არ გააკეთებენ, აქციებს გავაგრძელებთ"- განაცხადეს ადგილობრივებმა. აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეურთდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია