შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ" - რუსეთის ვიცე-პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2018

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, რათა ამ მიმართულებით რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა. მან მოუწოდა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს, დაამუშაონ თავიანთ რეგიონებში ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმები.

„ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოსთან საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს. იქ სამთო კურორტებზე სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია