გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვბერდები ქალი და ერთი ლურსმანი ვერ მივაჭედე სახლს"-მახარაძეები დახმარებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020

 

ქალბატონი ლენა მახარაძე ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში, კერძოდ დამენიას ქუჩა #30-ში, შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ქალბატონი ლენა, გვიყვება პრობლემები სახლის გადახურვასთან დაკავშირებით   შეექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ  ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გამოუყო   მას სახლის სახურავისთვის საჭირო, თუნუქის მასალა, მხოლოდ   ეს,  საკმარისი არ აღმოჩნდა.  სახურავის სრულად მოყვანისთვის,  საჭირო სხვა დანარჩენი  მასალის შესაძენად ოჯახს სახსრები არ გააჩნია და ნაჩუქარი სახურავი ლპება.

ქალბატონი ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებით დახმარებას  სთხოვს.

ლელა  მახარაძე          სახლში ვცხოვრობთ  შვილი, რძალი  და ერთი შვილიშვილი.  ვმუშაობდითთ მე და ჩემი რძალი. მე დასაქმებული ვიყავი  კერძო სამსახურში, რომელიც პანდემიის დროს დაიხურა და ჯერჯერობით არ  გახსნილა.  სოციალური არ მაქვს, 100 ათასი ქულა მომწევია და მთავრობამ  პანდემიის დროს  6 თვის განმავლობაში  დამინიშნა ფულადი დახმარება.    ონკოლოგიური ავადმყოფი ვიყავი და   ვისარგებლე ადგილობრივი მთავრობიდან დახმარებებით, ოღონდ მიზერული,  ერთჯერადი  200 ლარი,  მაგრამ  მე მაინც მადლობელი ვარ. მთლად ისეც ვერ ვიტყვი, რომ არაფერი არ მიმიღია ამ მთავრობიდანო, წაწყმედა იქნება. მაგრამ,   პრობლემებს რა გამოლევს.

 პირველი პრობლემა  არის -  გზის პრობლემა. საშინელი გზა გვაქვს.   წყალი შემოგვდის ეზოებში,  ვიღრჩობით.  საკანალიზაციო ჭები არის, მაგრამ კომუნისტების დროინდელია  და  გასაწმენდია.

მეორე პრობლემა და მთავარი -  ესაა სახლის  გადახურვა.  მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ, უქმროდ დავზარდე სამი შვილი, მართლა არ მივდგომივარ არავის არაფერზე.  მარა მერე დაიზარდა შვილები, ცოლი მოიყვანეს,  შვილები შეეძინენ და პრობლემებიც გაიზარდა. ელემენტარული  ხომ უნდათ  ბავშვებს.   საჭმელ-სასმელი არ გვიჭირს, მასე არ ვართ, ბოსტანიც კი გავაკეთე  და რაღაცას კი გავდივართ, მშიერი არ ვწყდებით  ნამდვილად. მაგრამ ფული ჭირს. ვბერდები ქალი და ვოცნებობ იმას,  რომ ერთი ლურსმანი ვერ მივაჭედე სახლს, იმიტომ რომ არ იყო საშუალება. სახლს  სახურავი აქვს გამოსაცვალი.  სახლის სახურავი კი მომცა მთავრომამ, მარა იმას ქვედა მასალა უნდა,  მოხელე უნდა  და  იმდენი რამე უნდა, რომ ვერ ვახერხებ გადახურვას  და კი მიფუჭდება ასე დაწყობილი.   

ეს პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი და თუ  დამეხმარებიან სახლის გადახურვაში  და მოხდება სასწაული,  კარგი იქნება და მადლობელი დავრჩები.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია