გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში-რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 დეკემბერი 2018

დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო განხილვა გაიმართა , რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობების შეფასებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისათვის და რეკომენდაციების ურთიერთგაზიარებას შემდგომი საქმიანობებისათვის.

კვლევა ჩატარდა პროექტის „ინიციატივა მოქალაქეთა მზარდი მონაწილეობისათვის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის შეფასება მუნიციპალიტეტის მუშაობის პროცესში, თვითმმართველობის (საკრებულოს  და მერიის)  საქმიანობის შეფასება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ხელისშემშლელი ბარიერების გამოვლენა. კვლევა ჩატარდა „გურიის ახლგაზრდული რესურსცენტრის“ დაკვეთით 2018 წლის 22 ოქტომბერს. ჩატარებულ იქნა 2 ფოკუსური ჯგუფი (I - რიგით მოქალაქეთა ჯგუფი; II- NGO სექტორის და ჟურნალისტების ჯგუფი) ჯგუფები შედგებოდა შერეული სქესის, შერეული პროფესიისა და ასაკის ადამიანებისგან.

შეხვედრას საკრებულოს დეპუტატები, მერიისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდმენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია