გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭორაობა კორონავირუსზე უარესია - რომის პაპი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2020

"ჭორაობა კორონავირუსზე უარესია" - რომის პაპმა დღეს, 6 სექტემბერს კათოლიკური ეკლესიის მრევლს ჭორაობისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"დებო და ძმებო, მოდით ძალისხმევა არ დავიშუროთ, რომ არ ვიჭორაოთ. ჭორაობა Covid-19-ზე უარესი ჭირია, ეშმაკი ყველაზე დიდი ჭორიკანაა, ის ყოველთვის ცუდ რამეებს ამბობს სხვებზე, იმიტომ რომ ის მატყუარაა, რომელიც ცდილობს, ორად გაყოს ეკლესია," - იქადაგა პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედნიდან.

პაპმა ასევე მოუწოდა მრევლს, ჭორაობის ნაცვლად ილოცონ მათ დებსა და ძმებზე, რომლებიც შეცდომებს უშვებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია