გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნივერსიტეტებში პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულო იქნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2020

სკოლებისგან განსხვავებით უნივერსიტეტებში პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც იგი განმარტავს, სტუდენტებმა უნივერსიტეტებში თავშეყრის ადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ.

 „ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი. უნივერსიტეტების რეკომენდაციების პაკეტი მსგავსია იმის, რაც სკოლებისთვის მომზადდა, თუმცა მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტებში ყველასთვის არის ნიღბის ტარების მოთხოვნა. რეკომენდაციებშია ასევე, ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ხელის დეზინფექცია და რა თქმა უნდა, ის, რომ უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს უნივერსიტეტების სივრცეებში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, უნივერსიტეტებში სწავლა მომავალი კვირიდან იწყება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია