გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარანტინის ვადა შესაძლოა კიდევ შემცირდეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020

კარანტინისა და იზოლაციის ვადა შესაძლოა კიდევ შემცირდეს. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ გააკეთა

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – ამბობს გამყრელიძე.

მთავრობის კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოში შეამცირა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 6020 ადამიანია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია