სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.09.2020 ცესკო, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალქეებს 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ. მსურველებმა პირადად ან ელექტრონული ფორმით, 9 სექტემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს, 5 სექტემბერს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები. „საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც მიღებულია საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე. აღნიშნული რეგულაციები ხელშემწყობია პროფესიული კადრების შერჩევის პროცესისთვის, რაც ინტერესთა კონფლიქტის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელდება“,- განაცხადა მიქელაძემ. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:• კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;• საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;• საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა;• საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, წელს პირველად განხორციელებული ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდული ბანაკები“ და სხვა მონაწილეობა;„აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ახალი საკანონმდებლო კრიტერიუმის მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია