სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 18 ფაქტი გამოვლინდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020
სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 18 ფაქტი გამოვლინდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.09.2020 აგვისტოს განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 18 ფაქტი გავლინდა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე–ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით, მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით 207 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 65 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო-ქართლშიც - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 15, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა მთიანეთში - კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე.ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია