სამცხე-ჯავახეთი
მე-13 ლეგიონის სპორტსმენმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა [ვიდეო]
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
06 სექტემბერი 2020
მე-13 ლეგიონის სპორტსმენმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა [ვიდეო]
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.09.2020
შერეული ორთაბრძოლების კლუბის „მე–13 ლეგიონის“ მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ უკრაინელი მეტოქე, პაველ კუში ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლა გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, 5 სექტემბერს გაიმართა. ამირან გოგოლაძე უკრაინელ პაველ კუშს 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა. იგი რინგზე სულ ერთი წუთის განმავლობაში იბრძოდა. საბოლოოდ, მეთოქე ნოკაუტით დაამარცხა. უკრაინელ მეტოქესთან გამარჯვებით, გოგოლაძემ ფინალში გადაინაცვლა, სადაც UFC-ის ყოფილ მებრძოლ, ისმაილ ნაურდიევს დაუპირისპირდება. იგი ქამრის, Elite MMA Championship-ის ტიტულისა და 10000 დოლარისთვის იბრძოლებს."ისმაილ ნაურდიევს 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში, აქედან 2 მოიგო და 2 წააგო. სულ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. სერიოზული მოწინააღმდეგეა, როგორც პაველ კუში", – ამბობს "მე–13 ლეგიონის" მწვრთნელი მიშა მესხი.ფინალი 31 ოქტომბერს გაიმართება.შეხვედრა “ELITE MMA”-ის მიერაა ორგანიზებული.ამირან გოგოლაძის სრული ბრძოლის ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ.[თაკო ფეიქრიშვილი]