გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან "ოცნების" შემომწირველებისთვის - "ფლანგვის დეტექტორის" დასკვნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2020

სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მილიონობით ლარი ოცნებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის იხარჯება. "ფლანგვის დეტექტორმა" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2012-2020 წლებში ასოციაციის გამგეობის წევრმა შვიდმა კომპანიამ ელ. ტენდერებით 900 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, აქედან 241 მილიონ ლარზე მეტი - უკონკურენტო გარემოში.

"ფლანგვის დეტექტორი" მიუთითებს იმასაც, რომ კანონით  ასოციაციის წევრ კომპანიებს ერთსა და იმავე ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ, თუმცა ძვირადღირებულ ტენდერებში მაინც მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც. ისინი "ქართული ოცნების"  შემომწირველებიც არიან. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის კამპანიას 500 ათას ლარამდე შეწირეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია