გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2020

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში იმ პირობებში დაბრუნდება, როდესაც მისი ჩამოსვლა არეულობას არ გამოიწვევს. 

როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვას ხშირად უსვამენ. 

"ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. რადგან თავის დროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია