გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტიკარაძე: დღეის მდგომარეობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გადადება არ იგეგმება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არაერთი სკოლა შემოწმდა, მათგან 600-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, დანარჩენს კი მითითება მიეცა. 

"ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით შემოწმებულია არაერთი სკოლა, აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რაც ჩვენი მხრიდან არის წაყენებული, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს უსაფრთხოდ. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებში", - განაცხადა მინისტრმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია