გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისელ მამაკაცს რომელიც შეკვეთილში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 სექტემბერი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, კორონავირუსზე 8 ადამიანის ტესტის პასუხებს, რამოდენიმე საათში ელოდებიან.

თბილისიდან სოფელ ჯუმათში ჩამოსულ მამაკაცს, დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ასევე ორი დღით შეკვეთილშიც იმყოფებოდა.

სულ 8 კონტაქტს ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, მათგან 6-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი 2 ადამიანის პასუხს, რამოდენიმე საათში ელოდებიან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ "გურიის მოამბეს" განუცხადა, დროულად მოხდა კონტაქტების მოძიება.

" მამაკაცს კორონა ვირუსი თბილისში დაუდასტურდა, ის მანამდე ოზურგეთში, სოფელ ჯუმათში იმყოფებოდა, ასევე ორი დღით გახლდათ შეკვეთილში. მოვიძიეთ ყველა კონტაქტი. 8 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა, 6 პასუხი უარყოფითია, 2-ის პასუხს მოგვიანებით ველოდებით." გვითხრა მჟავიამ.

შეგახსენებთ, სულ ოზურგეთში კორონავირუსით დაინფიცირების 8 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 3 ჩოხატაურში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია