გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი. 

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია