შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომელს კორანავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომელია. მამაკაცის ინფიცირების წყარო საბაჟოს კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებული ოზურგეთში, ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა სტუმრად.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ "გურიის მოამბეს" განუცხადა, დროულად მოხდა კონტაქტების მოძიება.

დადგენილია სულ 10 კონტაქტები, სამტრედია, ბათუმი და ოზურგეთიდან. ოზურგეთიდან დადგენილია 5 კონტაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა, და პასუხებს მოგვიანებით ელოდებიან.

შეგახსენებთ, ოზურგეთში ეს უკბე მეცხრე შემთხვევაა. ხოლო 3 კოვიდინფიცირებული ჩოხატაურის მკვიდრია.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია