გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა-სულ 17

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020

გურიაში კორონავირუსის შემთხვეა კიდევ 4-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ადასტურებს.

"დღეს გურიაში  კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა დაგვემატა. ოზურგეთში 4 შემთხვევა, ლანჩხუთში 2 შემთხვევა. ოზურგეთის შემთხვევები ბათუმში გამართულ ქორწილთან არის დაკავშირებული,ხოლო ლანჩხუთს რაც შეეხება, ეს არის გუშინდელი ოზურგეთის ინფიცირებულის კონტაქტები. ლანჩხუთშისულ 7 კონტაქტია. ამ დროის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევა ფიქსირდება. ხვალისთვის ველოდებით ტესტირების პასუხებს”,- განაცხადა მჟავიამ.

ამ წუთის მონაცემებით გურიაში კორონავირუსის 17 შემთხვევაა დადასტურებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია