სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 სექტემბერი 2020
ახალციხეში ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურა სადათიერაშვილი დაინიშნა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.09.2020
სამცხეში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურა ჩილინგარაშვილის განცხადებით, ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ზურა სადათიერაშვილი უხელმძღვანელებს.
ზურა სადათიერაშვილი 2017 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, შემდეგ კი "ევროპულ საქართველოში" გადავიდა."ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური 20 აგვისტოდან გახდა, ამ დღეს გელა დემეტრაძემ და კიდევ რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის მხარდამჭერებს შეუერთდნენ. "ევროპელების" შტაბის დაშლა 16 აგვისტოს ვანო მერაბიშვილის ახალციხეში ვიზიტს უკავშირდება, ამ დღეს ყოფილმა შს მინისტრმა "ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრებს მოსთხოვა "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასულიყვნენ ოქტომბრის არჩევნებში ენმ–ს კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის გამარჯვებაში დახმარებოდნენ. ამავე თემაზე ნახეთ:მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’