გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გადაიდება თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020

დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა დღევანდელი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გაახმაურა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ბათუმის მსგავსად, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლა გადაიდება საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 კვირით, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში, როგორიც არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან, - განაცხადა პრემიერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია