გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არჩევნების ჩაშლა გინდათ თუ გაყალბების მერე გამოწვეული პროტესტის ტალღის გეშინიათ?"- სარიშვილი მთავრობას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2020

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

"15 აპრილი – 100 ტესტირებულიდან 42 დაინფიცირებული;
11 სექტემბერი – 6000 ტესტირებულიდან 87 დაინფიცირებული.

8 კლასის განათლება ვისაც გაქვთ მთავრობაში, იმათ გეკითხებით: რომელი მეტია?!

მე უთქვენოდაც ვიცი, რომ ამ ვირუსს უნდა მოვუფრთხილდე, პირბადით ვიარო, ხელები დავიბანო და ა.შ.
აი, რაც არ ვიცი, იმას გკითხავთ პატივცემულო მთავრობის წევრებო და მიპასუხეთ:
1. სად წავიდა თითო მოსახლეზე 6 თვის განმავლობაში დასარიგებელი 1200 ლარი?! იმ 1200 ლარზე გეკითხებით, გახარიას თქმით ამერიკულ 1200 დოლარს რომ ჯობდა!
2. სად წავიდა ის მილიონობით დახმარება, რაც საქართველოს გამოეგზავნა?! რატომ არ მოხმარდა ეს თანხები სამსახურების და სასწაცლო დაწესებულებების, მათ შორის საბავშვო ბაღების უსაფრთხოების ზომებს რომ ადამიანებს ვირუსის პირობებში შეძლებოდათ შეუფერხებლად მუშაობა და სწავლა?!
3. რა ქნას საჯარო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, რომელსაც ძიძის ფული არა აქვს და თუ ბაღს არ გააღებენ, მან სამსახურს თავი უნდა დაანებოს?! თქვენ არჩენთ მის ოჯახს?!
4. სხვა ქვეყნები რომ მოგყავთ მაგალითად, იქ პრობლემა ამ პერიოდში მხოლოდ ჯანმრთელობაა და არა შიმშილით სიკვდილის საფრთხე. რა ქნას ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც თქვენს მიერ დაწესებული ნორმებით, გაუმართავი მენეჯმენტით და საკუთარ ჯიბეებში გადამისამართებული თანხებით შიმშილით სიკვდილი ემუქრება?!

და ბოლოს – 5. როდის ტყუოდით – პირველი ტალღის დროს თუ ეხლა? თუ ორივეჯერ?!

არ ვიცი, ამ სპექტაკლებით არჩევნების ჩაშლა გინდათ თუ არჩევნების გაყალბების მერე გამოწვეული პროტესტის ტალღის გეშინიათ და ამიტომ იქცევით ასე, არც ის ვიცი, რამდენი ადამიანი გაებმება ამ თქვენს მახეში, მაგრამ თქვენც ამ მახეში აღმოჩნდებით ძალიან მალე!
არ გჯერათ? – დაელოდეთ!"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია