გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი: ოზურგეთში ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 სექტემბერი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ ამ წუთებში დაუდასტურა.

" გვაქვს გურიაში კორონავირუსის მე-19-ე შემთხვევა ამ დროისთვის. ლაითურში, ციხის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმელი მამაკაცია. ამ წუთებში მივდივართ ადგილზე, ლაითურში და მოხდება კონტაქტების მოძიება.

ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, არაფერი საგანგაშო არ ხდება, მართვადია ყველაფერი. უბრალოდ დავიცვათ წესები და ამით ავარიდებთ დაინფიცირების საფრთხეს ჩვენს ახლობლებას, ბებია-ბაბუებს, შვილებს."- განაცხადა მჟავიამ ჩვენთან საუბარში. 

შეგახსენებთ ეს გურიის რეგიონში, კორონავირუსის 19 შემთხვევაა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია