შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიამ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ დანერგვაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჯილდო მიიღო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018
ახალციხის მერიამ „მოქალაქეთა ჩართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო და 18 მუნიციპალიტეტიდან ხუთეულში მოხვდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, თემაზე – მოქალაქეთა ჩართულობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია15 ნოემბერს ჩაერთო. ახალციხის მერიის საკონკურსო განაცხადის თემა იყო „VOLIS-ის პლატფორმის გამოყენებით „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ დანერგვა ახალციხის მუნიციპალიტეტში“. „ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი მოქალაქეებისთვის 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებზე. მათ უნდა შემოეთავაზებინათ ინიციატივა თანდართული პროექტით, რომელსაც ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტიდან დავუფინანსებთ. აქტიური იყო მოქალაქეების ჩართულობა, 78 განაცხადი შემოვიდა. სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ გადაირჩა წინადადებები და საუკეთესო პროექტის გამოსავლენად ელექტრონული ხმის მიცემა დაიწყო. დასაწყისისთვის 50 000 ლარი გამოვყეთ 2019 წლის ბიუჯეტში, გაიმარჯვა პროექტმა „მწვანე ქალაქი“, რომელიც ქალაქის გამწვანებას გულისხმობს. სწორედ ამ კონკურსის განხორციელებისთვის მივიღეთ ჯილდო“, – გვითხრა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.მისი თქმით, ადგილობრივი თივთმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ელექტრონული ფორმით ჩართულობა მნიშვნელოვანია: „ისინი სახლიდან გაუსველელად მონაწილელობას იღებენ ბიუეჯტის დაგეგმვაში, ნებისმერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს და ინიციატივა შესთავაზოს მუნიციპალიტეტს. ძალიან ბევრი წინადადებები შემოვიდა, ყველა მათგანი გავიარეთ,რომელიც შესაძლებელი იყო ჩვენს სამუშაო გეგმაში ჩავსვით. უმეტესობა ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხება, ზოგი ისედაც დაემთხვა ჩვენ პროექტს და მოქალაქეების დახმარებით უბრალოდ შესწორებები შევიტანეთ“.VOLIS-ი წარმოადგენს ესტონურ მოდელს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.პროექტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის N4ED ფარგლებში. საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, გუშინ 19 დეკემბერს სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“. სპეციალური ჯილდო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა მელიქიძეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თვმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გადასცა.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია