NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57 პროცენტი აცხადებს, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ.
იმ 43 პროცენტიდან, რომელიც აცხადებს, რომ დახმარება მიიღო, 48 პროცენტისთვის დახმარება არასაკმარისი იყო, 52-სთვის კი საკმარისი.
გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზიანის ფონზე მთავრობის მხრიდან გაცემული დახმარებებიდან ყველაზე მეტად მათ უმუშევრობის კომპენსაცია დაეხმარებოდათ.
26%-ის აზრით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, 24%-ის აზრით კი დასაქმების პროგრამა.