გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ – კელი დეგნანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს. ჩემი აზრით, ის ასახავს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია