გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 56 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა აქვს- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020

სარწმუნო და ავტორიტეტული კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 56 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ენდიაის“ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„ჩვენ ვიცით, ძალიან სარწმუნო, საჯარო და ავტორიტეტული კვლევებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ბოლო კვლევებით, ეს არის 56 პროცენტზე მაღალი.

ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო გავზრდით. შესაბამისად, კვლევები ერთმანეთს ავსებს და ამ შემთხვევაში, ორი ან სამი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა პასუხს გაძლევთ კითხვაზე – რეალურად, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, რომელ პარტიას რამდენი აქვს მხარდაჭერა.

ეს არ არის პირველი კვლევა და თუ მოქალაქეების ნაწილი შესაძლოა, თავის გადაწყვეტილებას რომელიმე კვლევით ორგანიზაციასთან არ აფიქსირებს, ამ ნაწილში შეგიძლიათ, სხვა საზოგადოებრივ კვლევებს დაეყრდნოთ. საზოგადოებრივი კვლევები არის იმისთვის, რომ შედეგების გადამოწმებითა და ურთიერთშეჯერებით რეალური დასკვნები გამოიტანოთ, თუ რა ვითარებაა დღეს. რა თქმა უნდა, მოქალაქეების არჩევანს პატივს ვცემთ და დემოკრატიული არჩევნებით მზად ვართ, სამართლიანად გავიმარჯვოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია