გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლაში, გარდა ქალაქის მეორე, ჩიბათისა და ლესის სკოლებისა ყველგან დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020

დღეს ახალი სასწავლო წელი ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლაში, გარდა ქალაქის მეორე, ჩიბათისა და ლესის სკოლებისა ყველგან დაიწყო.

ერთ შემთხვევაში მიზეზი სარემონტო სამუშაოებია - ემზარ წილოსანის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სწავლა 21 სექტემბერს დაიწყება, ხოლო ჩიბათისა და ლესის გიორგი ლომაძის სახელობის საჯარო სკოლებში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 1 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება.

ამის შესახებ ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე წერს სოციალურ ქსელში.
"სამწუხაროდ, მდგომარეობა ელვის სისწრაფით იცვლება, სოფელ ჩიბათისა და სოფელ ლესის გიორგი ლომაძის სახელობის საჯარო სკოლები 1 ოქტომბრამდე სწავლას დისტანციურად იწყებენ" - დაწერა გვიან ღამით ჩიტაძემ.
რამდენიმე საათით ადრე, მან მისალოცი განცხადება გაავრცელა:
"გილოცავთ ახალი 2020-2021 წლის დაწყებას! 15 სექტემბრიდან ვიწყებთ სწავლას დასწრებით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლა, სრულ მზადყოფნაშია მოსწავლეთა მისაღებად. მხოლოდ სსიპ ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის #2 სკოლა დაიწყებს სწავლას 21 სექტემბერს, სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლები აღჭურვილია სასწავლო სახელმძღვანელოებით, პირველკლასელთა კომპიუტერებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო სითხეებით, პირბადეებით. ყველა სკოლამ გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის შემოწმება და მიღებული აქვს დადებითი შეფასება.
მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!"
შეგახსენებთ, რომ სასულიერო გიმნაზიამ სწავლა ორშაბათს დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია