შიდა ქართლი
3 ხაბიზგინის ადათი - ზინა ბაბოსთან საქართველოში
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 სექტემბერი 2020
ოსები ხატობაზე, სამი ხაბიზგინით და არყით, ოჯახებით
მიდიოდნენ ხოლმე. ეს ადათი დღემდე შემონახულია, თუმცა სალოცავებში
შეკრებები დღეს იშვითად იმართება. ამის მიზეზი დაცარიელებული
სოფლებია.
ძამის ხეობაში უმრავლეს ეკლესიებში კი სასულიერო პირები ცხოვრობენ. ეს
გარემოება ხატობის ტრადიციის აღნიშვნისთვის გარკვეულ წინააღმდეგობად
იქცა.
თუმცა, 3 ხაბიზგინის ადათი დღემდე შემორჩენილია ოჯახებში. ამ ადათის
შესახებ ორთუბანში მცხოვრები ზინა სანაკოევა გვესაუბრა. მას მეორედ
ვესტუმრეთ. რეპორტაჟის მოსამზადებლად წინა დღეებში მასთან მოულოდნელად
მივედით, ამიტომ მოგვიბოდიშა, რომ ტრადიციულად ვერ დაგვხვდა.
მოულოდნელი სტუმრები კი ხაბიზგინზე სხვა დღეს დაგვპატიჟა.